Monday, November 3, 2014

ტრენინგის ბოლო დღე

  ამ ტრენინგის საშუალებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე,რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და როგორი სახით დავგეგმოთ პროექტები.რა პრიორიტეტები აქვს პროექტით სწავლებას.
  პროექტის ბოლო დღე როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი იყო,კიდევ ერთხელ მოვუყარე თავი ჩემს ნამუშევარს,განვიხილეთ და შევაჯამეთ.
  კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს გაწეული მუშაობისა და მოთმინებისათვის.

Saturday, November 1, 2014

მერვე დღე

პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება,კიდევ ერთხელ შევაჯამე და შევამოწმე ჩემი ნამუშევრები,თავი მოვუყარეთ მასელებს,იმედია ყველაფერს კარგად გავართვი თავი.მადლობა ბატონ დავითს დახმარებისთვის

Saturday, October 25, 2014

მეშვიდე დღე

მუშაობის მეშვიდე დღეს ვიმუშავე დრაივში,როგორც იქნა შევაჯამე ჩემი ნაშრომები და აგრეთვე შევიტანე კორექტივები.იმედია რაღაც გამომივა საბოლოოდ და ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.



მეექვსე დღე


მუშაობის მეექვსე დღე ჩვეულებრივ საინტერესოდ წარიმართა,ბატონმა დათომ შეგვიმოწმა ნაშრომები და კორექტივები შეიტანა მასში.დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე,რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის,გავიგე რა აქტივობებს უნდა მივმართო,რომ მოსწავლეებმა შეძლონ ამ პროექტის განხორციელება.

მეხუთე დღე


ყველამ მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ტრენერმა მოგვცა შესაბამისი რჩევები და მითითებები რომელსაც გამოვიყენებთ მსგავს პროექტებზე მუშაობისას.

მეოთხე დღე


იყო ძალზე საინტერესო,ვიმსჯელეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება მოსწავლეებისათვის მაღალი სააზროვნო უნარების გამოსაყენებლად, მიღებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე.ს.გ-ს სტანდარტების შეესაბამებამისად. განვიხილეთ აგრეთვე განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასებების ფორმები, როლი, მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტი...